"პირველების" ინფორმაციით, აშშ-მა "ხარება" დაასანქცირა

25.06.24 16:59
"პირველების" ინფორმაციით, აშშ-მა "ხარება" დაასანქცირა

სანქციებულია "ხარება" - "პირველებისთვის" ცნობილი ხდება კიდევ ერთი გვარი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შავი სიიდან.

დადასტურებული ინფორნაციით, სანქციების სიაში არიან განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის შეფი ზვიად ხარაზიშვილი და მისი ოჯახის ყველა წევრი.

მანამდე "პირველებმა" შეერთებული შტატებიდან კიდევ ერთ სანქცირებული პირის ვინაობა დაადგინა - ის მამუკა მდინარაძეა. მდინარაძეს ვიზა არ აქვს, შესაბამისად, ვიზის მიღების მცდელობის შემდეგ გაიგებს, რომ მის აღებას ვერ  შეძლებს.

"პირველების" ინფორმაციით, "ხარებას" ამერიკის მოქმედი ვიზა აქვს ანუ სისასტიკით გამორჩეულ სპეცრაზმის შეფს ვიზის გაუქმების შესახებ მეილზე შეტყობინება მიღებული უნდა ჰქონდეს.

"პირველების" ინფორმაციით, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი ყველა სანქცირებული პირის შესახებ ინფორმაცია.

მსგავსი სიახლეები