დასანქცირებულია "ხარება" - როგორი გამოხმაურება მოჰყვა სანქციებს "ოცნებაში"
დასანქცირებულია "ხარება" - "პირველების" ინფორმაციას "ქართულ ოცნებაში" არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ არ იციან, ვინ არის აშშ-ის მიერ სანქცირებული.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ითხოვენ, რომ საჯარო გახდეს ინფორმაცია სანქცირებულ პირებთან დაკავშირებით.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ვერ ხვდებიან, რატომ გადაწყვიტა აშშ-მა კონკრეტული პირების დასანქცირება.
არ ვიცი, დაასანქცირეს თუ არ დაასანქცირეს. ამ სანქციების გარშემო მუდმივი სპეკულაციები მგონი, უკვე ცოტა ისეთ ხასიათს იღებს - პროპაგანდისტულს და არა რეალურს. ნახეთ, როგორი ამბავია, არსად არ წერია, ოფიციალურად არსად არ თქმულა და თქვენ გამუდმებით მიმეორებთ - „რითი ხსნით ამ სანქციებს“, მე მარტივად გეუბნებით, უნდა არსებობდეს ეს სანქცია, უნდა წაკითხვადი იყოს ოფიციალურ მონაცემში,“ - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
ჩვენ, რაც გვაქვს ინფორმაცია, არაფერი ცნობილი არ არის. არც ვინმეს სახელები უთქვამთ, არც გვარები, არ ვიცი ვინ დასანქცირდა, ან რატომ უნდა დასანქცირებულიყო არც ეგ არ მესმის, უბრალოდ ის, რომ ეს ამბავი, ეს აღტკინება, რომელიც აქვს ოპოზიციას სანქციებთან მიმართებაში და ცხოვრობს ამით, მე ვფიქრობ, რომ არ უნდა გაუკვირდეთ, რომ არჩევნებზე ქართველი ხალხი გასცემთ საკადრის პასუხს,“ - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
ერთადერთი, ვისზეც ინფორმაცია მაქვს, არის კეზერაშვილი. მე სანქციებზე ნუ მელაპარაკებით, ახლახან ჩამოვედი ოფიციალური შეხვედრიდან, ძალიან მაღალი დონის შეხვედრები მქონდა,“ - ამბობს რატი იონათამიშვილი.
სანქციებულია "ხარება" - "პირველებისთვის" ცნობილი ხდება კიდევ ერთი გვარი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შავი სიიდან. დადასტურებული ინფორნაციით, სანქციების სიაში არიან განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის შეფი და მისი ოჯახის ყველა წევრი.
მანამდე "პირველებმა" შეერთებული შტატებიდან კიდევ ერთ სანქცირებული პირის ვინაობა დაადგინა - ის მამუკა მდინარაძეა. მდინარაძეს ვიზა არ აქვს, შესაბამისად, ვიზის მიღების მცდელობის შემდეგ გაიგებს, რომ მის აღებას ვერ შეძლებს.