სანქცირებულია "ხარება" - რას ითხოვს ოპოზიცია?
სანქცირებულია "ხარება" - ოპოზიციაში აშშ-ის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან და თვლიან, რომ ყველა პირმა უნდა აგოს პასუხი, ვინც მშვიდობიან მომიტინგეებზე იძალადა და ქვეყნის დემოკრატიული კურსი შეცვალა.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ძალადობაში ეჭვმიტანილმა ყველა პირმა პასუხი უნდა აგოს.
ეს ადამიანი, რომელმაც მიიღო ძალადობის წახალისებასა და აღსრულებაში მონაწილეობა, გავიმეორე კიდევ, კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი ოღონდ ახალი პროკურატურის და სასამართლოს პირობებში,“ - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
ის, რომ ხარება სანქციებს იმსახურებს, ამაზე ერი, მსოფლიო თანხმდება და აქ გასაკვირი არაფერია. ყველას უნდა ესმოდეს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ივანიშვილის უკანონო დავალებებს ასრულებს, რომ მას მოუწევს აუცილებლად ფასის გადახდა. საბოლოო ჯამში, ქართველ ხალხს მადლობის თქმა გვეკუთვნის, იმიტომ, რომ ეს არის მართლა დახმარება ქართველი ხალხის - კიდევ ერთხელ არის მკაფიო გზავნილი ჩვენი მეგობრებისგან. ერთი მხრივ, არის სანქციები და სრული იზოლაცია და მეორე მხრივ, არის გამოწვდილი ხელი, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ვიცხოვროთ უსაფრთხოდ და კეთილდღეობით გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ქვეყნის,“ - ამბობს გიორგი კირთაძე.
მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ადამიანები, რომლებიც დაბალ რგოლს წარმოადგენენ და ძალადობენ ისე, რომ შუბლის ძარღვი აქვთ გამწყდარი, იცოდნენ, რომ ისინი დაისჯებიან და გასაქცევი არ ექნება. დრო დადგება, როცა ხარებას გაქცევა მოუნდება, მაგრამ გასაქცევი ქვეყანა არ დარჩება რუსეთის გარდა და ხარება ღირსი იქნება, რომ რუსეთისნაირ ქვეყანაში იყოს და იქ შეაფაროს თავი,“ - ამბობს ცოტნე კობერიძე.
იმ ადამიანთან სანქცირება, ვინც ჩადის გაუგონარ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, სანქციების დაწესება გარდაუვალი არის და ამაში მოულოდნელი არაფერი უნდა იყოს. ვიღაცისთვის დაწესდება დღეს, ვიღაცისთვის დაწესდება ხვალ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ,“ - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
სანქციებულია "ხარება" - "პირველებისთვის" ცნობილი ხდება კიდევ ერთი გვარი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შავი სიიდან. დადასტურებული ინფორნაციით, სანქციების სიაში არიან განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის შეფი და მისი ოჯახის ყველა წევრი.
მანამდე "პირველებმა" შეერთებული შტატებიდან კიდევ ერთ სანქცირებული პირის ვინაობა დაადგინა - ის მამუკა მდინარაძეა. მდინარაძეს ვიზა არ აქვს, შესაბამისად, ვიზის მიღების მცდელობის შემდეგ გაიგებს, რომ მის აღებას ვერ შეძლებს.