ექსკლუზივი: "თქვენ არასწორი გზით მიდიხართ" - პიტერ სტანო "ოცნებას" სავიზო რეჟიმს უანონსებს

25.06.24 17:30
ექსკლუზივი: "თქვენ არასწორი გზით მიდიხართ" - პიტერ სტანო "ოცნებას" სავიზო რეჟიმს უანონსებს

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი ადასტურებს, რომ საქართელოს ხელისუფლების ოფიციალური პირებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება განიხილება. ექსკლუზიური ინტევრიუ პიტერ სტანოსთან "პირველებმა" ჩაწერა.

სტანო ხსნის, რას ნიშნავს ევროკავშირის გადაწყვეტილება, ოფიციალური ურთირთობების შემცირების შესახებ ანუ საქართველოში ევროკავშირის ლიდერები ვიზიტით აღარ ჩამოვლენ და საქართველოს ხელისუფლებას უმნიშვნელოვანეს შეხვედრებზე აღარ დაპატიჟებენ.

რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, რომლითაც ხალხი სარგებლობს, ისევ ძალაში დარჩება. ვიზებს მხოლოდ "ოცნების" ლიდერებს დაუწესებენ. 

საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ეს კანონი აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. არა, ფაქტია, ის რომ ეს ძალიან გაშორებთ ევროკავშირის გზიდან, ამიტომაც ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს. საქართველოს მთავრობა კი ჩვენ არ გვისმენს. როცა კანდიდატი ქვეყანა მოქმედებს ისე, როგორც არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს, არ ასრულებს კრიტერიუმებს, მაშინ ჩვენ ვეუბნებით მთვრობას: თუ არ გვისმენთ, მაშინ გავატარებთ იმ ზომებს, რომლებიც თქვენთვის სასურველი არ იქნება. ზოგიერთი გადაწყვეტილება შეიძლება დაუყოვნებლივ შესრულდეს, ზოგიერთ მათგანს კი სჭირდება უფრო მეტი დრო და ერთიანობა. მაგრამ ერთიანობა არ გვჭირდება ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღებაში. მაგალითად, საქართველოს მთავრობსთან პოლიტიკური კონტაქტების შემცირებაში. თქვენ დაინახავთ, რომ საქართველოს პრემიერს და მაღალჩინოსნებს ევროკავშირი აღარ მოიწვევს და ევროკავშირიდანაც აღარ გეყოლებათ საქართველოში ვიზიტორები. ასევე, ევროკავშირის მხრიდან სამხედრო დახმარების შემცირებასაც არ სჭირდება ევროკავშირში ერთიანობის მიღწევა. ეს არის მკაფიო სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თქვენ არასწორი გზით მიდიხართ, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილებს, - ამბობს პიტერ სტანო. 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელ შეხვედრაზე ზომების იმ ვარიანტებზე იმსჯელეს, რომელიც შესაძლოა, საქართველო ხელისუფლების მიმართ მიიღონ. სტანო პირდაპირ ამბობს, რომ ევრიკავშირი საქართველოს მტავორბის ქმეებებით შეწუხებულია, თუმცა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს. 

მისივე თქმით, ევროკავშირი შეშფოთებას მხოლოდ რუსული კანონი არ იწვევს. მისი თქმით, მიუღებელია ის ეზინფორმაციაც, რომელსაც "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები ავრცელებენ. 

მინისტრებს ჰქონდათ ძალიან დეტალური განხილვა იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ევროკავშირი იმოქმედოს. მოლაპარაკებების მაგიდასთან გვქონდა ე.წ. ვარიანტების ფურცელი, რომელიც ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა წარმოადგინა. არის რამდენიმე ზომა, რომელიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეიძლება მიიღონ, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, დავიცვათ მათი ევროპული ამბიციები. ასევე ამ ფორმით, ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ვუთხარით, რომ რასა ისინი აკეთებენ, ეს აშორებს საქართველოს ევროპული გზიდან. გუშინ გადაწყვეტილება არ მიგვიღია, მაგრამ მსჯელობა იყო ამ ზომებთან დაკავშირებით. ევროკავშირის 26 ქვეყანა შეთანხმდა, რომ ჩვენ შეწუხებულები ვართ საქართველოს მთავრობის ქმედებებით. გადაწყვეტილება არ მიგვიია, თუმცა ის ფაქტი, რომ უკვე მეორე თვეა ევროკავშირის საგარე საქმეთა მინისტრები  მსჯელობენ საქართელოს შესახებ, უკვე არის ძალიან მკაფიო სიგნალი. ჩვენ, ძირითადად, მსოფლიოს დიდ გამოწვევებზე ვლაპარაკობთ, როგორიცაა ომი უკრაინაში, ღაზას კონფლიქტი, ახლა კი უკვე ორი თვეა ვმსჯელობთ საქართველოში გავითარებულ პროცესებზე. ეს, ერთი მხრივ, აჩვენებს ჩვენს მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, რომ ჩვენ გვადარებს ეს ყველაფერი და მეორეს მხრივ, აჩვენებს, რამდენად შეშფოთებულები ვართ ბოლოდროინდელი ქმედებებით.
ჩვენ არ ვართ შეწუხებულები მხოლოდ გამჭვირვალობის კანონის გამო, მათ შორის, დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებენ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები. ეს არის ძალიან ნეგატიური მოვლენები, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავორბის სურვილს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ, - ამბობს სტანო

 

მსგავსი სიახლეები