სანქციები ვიღაცისთვის დღეს დაწესდება, ვიღაცისთვის ხვალ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ იქიდან - ჭიაბერაშვილი

25.06.24 18:19
 სანქციები ვიღაცისთვის დღეს დაწესდება, ვიღაცისთვის ხვალ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ იქიდან - ჭიაბერაშვილი

პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ს მიერ  ზვიად ხარაზიშვილისა და მისი ოჯახის დასანქცირების ფაქტს გამოეხმაურა. 

ჭიაბერაშვილის თქმით აშშ-ში კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

„იმ ადამიანის დასანქცირება, ვინც სჩადის გაუგონარ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, სანქციების დაწესება გარდაუვალია და ამაში მოულოდნელი არაფერი უნდა იყოს. ვიღაცისთვის დაწესდება დღეს, ვიღაცისთვის ხვალ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისთვის კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება “, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

TV პირველის ინფორმაციით, სავიზო სანქციები შეეხო სპეცრაზმის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“ და მის ოჯახს. ცნობილია, რომ გდდ-ის შეფს აშშ-ს ვიზა ჰქონდა და მისი გაუქმების შესახებ შეტყობინება უკვე მიღებული აქვს.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრს, პარლამენტის დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს ამერიკამ სავიზო სანქციები დაუწესა.

მანამდე "პირველებმა" შეერთებული შტატებიდან კიდევ ერთ სანქცირებული პირის ვინაობა დაადგინა - ის მამუკა მდინარაძეა. მდინარაძეს ვიზა არ აქვს, შესაბამისად, ვიზის მიღების მცდელობის შემდეგ გაიგებს, რომ მის აღებას ვერ  შეძლებს.

რამდენიმე საათის წინ კი გავრცელდა ცნპბა, რომ სანქცირებულთა სიაშია რუსული კანონის მხარდამჭერი კიდევ ერთი დეპუტატი ანრი ოხანაშვილი.