ემუქრება სანქციები და გააკეთებენ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად თავი დაიზღვიონ - კირთაძე
"მთელი ამ ბაქიბუქის მიღმა, რომ არ ეშინიათ სანქციების, ხომ ყველამ კარგად ვიცით, რაზე დგას ივანიშვილი - მთავარი იდეოლოგია არის ბევრი ფულის შოვნა, ამ ყველაფერს ემუქრება სანქციები," - ამის შესახებ გიორგი კირთაძე საუბრობს.
კირთაძე ეხმაურება სუს-ის ხელმძღვანელის აშშ-ში ვიზიტს და ამბობს, რომ ივანიშვილი საკუთარი ქონების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.
მთელი ამ ბაქიბუქის მიღმა, რომ არ ეშინიათ სანქციების, ხომ ყველამ კარგად ვიცით, რაზე დგას ივანიშვილი და ზოგადად, ამ აზროვნების მქონე ადამიანები - მათი მთავარი იდეოლოგია არის ბევრი ფულის შოვნა, თავისი ოჯახის წევრებისა თუ ახლო გარემოცვის კომფორტში ყოფნა და არაფერი მეტი. ბუნებრივია, ამ ყველაფერს ემუქრება სანქციები და გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად აქედან თავი დაიზღვიონ. მათ ხომ სხვა იდეა და იდეოლოგია არ გააჩნიათ, ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ხომ არ ზრუნავენ,“ - ამბობს გიორგი კირთაძე.
ჩამოუტანა თუ არა სანქცირებულთა გვარები გრიგოლ ლილუაშვილმა ქართულ ოცნებას? - სუს-ი დღეს იძულებული გახდა, დაედასტურებინა, რომ სპეცსამსახურების შეფი საგანგებო მისიით შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
"პირველებმა" გაარკვია ვინ არის ძალოვანი, ვინც ოლიგარქმა ამერიკაში გააგზავნა. ბიძინა ივანიშვილმა საქმის დასალაგებლად შტატებში გრიგოლ ლილუაშვილი გაუშვა. ინფორმაციას სუსში ადასტურებენ.