პრეზიდენტი თავისუფლებაზე მივა და ფეხბურთელებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს - ადმინისტრაცია

02.07.24 15:06
პრეზიდენტი თავისუფლებაზე მივა და ფეხბურთელებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს - ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის.

მთავრობის ადმინისტრაციიდან კი "პირველებს" ეუბნებიან, რომ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტი ჩასმული და არც სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა გათვალისწინებული, ამიტომ ახლა საინტერესოა, აუშვებს თუ არა მთავრობა პრეზიდენტს სცენაზე. 

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, 15 დეკემბერს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მისული პრეზიდენტი სცენაზე არ აუშვა.

"ოცნებაში" განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილს სცენაზე არაფერი ესაქმებოდა, რადგან „ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო“.