აუშვებს თუ არა "ოცნება" პრეზიდენტს სცენაზე - რას ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში

02.07.24 15:18
აუშვებს თუ არა "ოცნება" პრეზიდენტს სცენაზე - რას ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში

აუშვებს თუ არა "ოცნება" დღეს ფეხბურთელებისთვის დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენსტ სცენაზე ასვლის საშუალებას? - მთავრობის ადმინისტრაციიდან "პიორველებს ეუბნებიან, რომ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტი ჩასმული და არც სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლაა გათვალისწინებული. 

შესაბამისად, ახლა საინტერესოა მისცემს თუ არა საქართველსო მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის ფეხბურთელებისა და ფედერაციის წევრების დაჯილდოების საშუალებას.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი იტყობინება, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, 15 დეკემბერს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მისული პრეზიდენტი სცენაზე არ აუშვა.

"ოცნებაში" განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილს სცენაზე არაფერი ესაქმებოდა, რადგან „ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო“.