იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტს ხელი არ შეეშლება ფეხბურთელების დაჯილდოებაში ხელოვნური მიზეზებით - ბესელია

02.07.24 18:17
იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტს ხელი არ შეეშლება ფეხბურთელების დაჯილდოებაში ხელოვნური მიზეზებით - ბესელია

"ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა დღეს გადაწყვიტა დაჯილდოება ნაკრების და იმედი მაქვს, რომ მას ხელი არ შეეშლება ამაში ხელოვნური მიზეზებით და ეს ძალიან კარგი ფაქტია," - ამის შესახებ ეკა ბესელია საუბრობს და ეხმაურება პრეზიდენტის სურვილს, რომ დააჯილდოვოს ფეხბურთელები.

ბესელია იმედოვნებს, რომ დღეს საზოგადოება ერთიანი იქნება და დაყოფა არ მოხდება.

გეგმავდა, რომ ყოფილიყო სექტემბერში და ძალიან ლოგიკურია და სიმბოლურია, რომ დღეს მოხდება ეს. ოღონდ არ ვიცი, როგორ მიეცემა ამის საშუალება, ვიცი, რომ პრეზიდენტს აქვს სურვილი, რომ ეს დაჯილდოება დღეს შედგეს. ვისურვებ, რომ დიდი სიხარული არაფრით არ გაფერმკრთალდეს.

ჩეხეთთან თამაშს ერთად ვუყურეთ და ვუყურებდი, როგორი საოცარი ემოციები, საოცრად ემოციური იყო თამაშის დროს, ისეთი ჩართული იყო, ყველა თამაშზე იყო ჩეხეთთან თამაშის გარდა.

ასე, რომ მე მინდა დღეს, რუსთაველზე, სადაც მინდა, რომ ვუყურო ამ ზეიმს, იყოს სახალხო ზეიმი, ყოველგვარი დაყოფის, განსხვავების მიუხედავად, ყველაფერზე მაღლა დგას სიხარული. არაფერი ისე არ უხდებოდა ჩვენს ნაკრებს, როგორც "სამშობლო ჩემო".

მგონია, რომ ვიხილავთ დაჯილდოების ცერემონიალს და არ მგონია, რომ ვინმემ თავს მისცეს იმის უფლკება, რომ ხელი შეუშალოს პრეზიდენტს, გადასცეს ჯილდო ნაკრებს,“ - ამბობს ბესელია.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი იტყობინება, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.

აუშვებს თუ არა "ოცნება" დღეს ფეხბურთელებისთვის დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტს? - მთავრობის ადმინისტრაციიდან "პირველებს ეუბნებიან, რომ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტი არ არის ჩასმული და არც სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლაა გათვალისწინებული.