გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი - ელჩი
საქართველოს შემთხვევაში, ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
ელჩმა განცხადება "ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ გახსნაზე გააკეთა.
ჰერჩინსკის თქმით, ის გულწრფელად იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების ტალღის ნაწილი გახდება.
ვიმედოვნებ, იქნება და ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ დავიწყებთ მუშაობას და მოვასწრებთ, რათა საქართველო იყოს ევროკავშირის შემდეგი დიდი გაფართოების ნაწილი"- თქვა მან.