EU-ს პასუხი "ოცნების" უგუნურ, ანტიდასავლურ და მტრულ პოლიტიკაზე - პრეზიდენტის პირველი რეაქცია 30 მილიონის გაყინვაზე

09.07.24 11:37
EU-ს პასუხი "ოცნების" უგუნურ, ანტიდასავლურ და მტრულ პოლიტიკაზე - პრეზიდენტის პირველი რეაქცია 30 მილიონის გაყინვაზე

"აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის:  აშშ-ს მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება, თავდაცვის ძალებისთვის გამიზნულ 30 მილიონი ევროს გაყინვა" - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის მიერ საქართველოს ფინანსური  შეზღუდვების დაწესების ფაქტს. 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტი ევროპულ და ანტი დასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე".

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, ეს პასუხია მმართველ პარტიის უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე:

ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტი ევროპულ და ანტი დასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე. 
პასუხი იმაზედაც, რომ ყველა მათი რჩევა თუ გაფრთხილებება დარჩა რეაგირების გარეშე: თუნდაც სიმბოლურად იმ ერთი -  არაფრისთვის და არავისთვის საჭირო - რუსული კანონის უკან გაწევა ან გაყინყვა. და პირიქით სხვა არაფერი ისმის თუ არა  დაჟინებული მტკიცება ხელისუფლების რუპორებისგან იმისი, რომ “მაინც” შევალთ ევროკავშირში  ან უტიფრად იმის გამეორება, რომ ეს წვრთვნები თურმე  “ორივე ქვეყნის სასარგებლოდ” ტარდებოდა …  (ნეტავ აწი ამერიმკას რა ეშველება !!!)

ეს ძალიან მძიმე გზავნილები ჩვენი ორი უახლოეს მეგობრებისგან ყურადსაღებია! მართალია ეს პასუხია მმართველ პარტიის უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე მათ მიმართ, ამავე დროს გაფრთხილებაა საზოგადოენისთვის : ჩვენი პარტნოორები გვეუბნებიან, რომ “არჩევანი თქვენია” ევროპულ დაცულ მომავლის მქონე და იზოლირებულ რუსეთის ორბიტაზე  გადასვლის საქართველოს შორის. გვეუბნებიან რომ ეს კანონი(ები) და ეს არა მეგობრული ქცევა თავსებადი არაა ევროპულ თუ ამერიკულ აქამდე უწყვეტ მხარდაჭერასთან. ან ან! 
ეს იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ ჯიუტად და უარგუმენტოდ იმეორებს ზემოდან ნაკარნახებ კითხვას “რატომაა ეს კანონი რუსული?” 
რატომ? … და ამიტომ!!!"- წერს სალომე ზურაბიშვილი. 

ასევე წაიკითხეთ: 

 

მსგავსი სიახლეები