"ოცნება" გერმანიის ელჩებს ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესში ჩარევაში ადანაშაულებს

10.07.24 12:09
"ოცნება" გერმანიის ელჩებს ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესში ჩარევაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნება" ელჩების წინააღმდეგ -  დიპლომატები მმართველი პარტიის სამიზნე მას შემდეგ გახდნენ, რაც პეტერ ფიშერმა თქვა, რომ გერმანია საქართველოსთან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ აპირებს, გუშინ კი გაირკვა, რომ EU-მ საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა. 

ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს დიპლომატები ფაქტობრივად ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. 

მმართველი პარტიის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ 30 მილიონი ჯარს და შეიარაღებას არ ხმარდებოდა.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ელჩი და ასეთი ტიპის განცხადებები პირდაპირ გამიზნული არის ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესში ჩარევისთვის. ეს 30 მილიონი არაფერს არ წყვეტს და რეალურად რომ ვისაუბროთ, ეს პირდაპირ ჩვენს ჯარს და შეიარაღებას არ ხმარდებოდა. ამას წაართმევ ამ ჯარს, ანუ, საქართველოს როგორც სახელმწიფოს და აძლევ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც არ შეიძლება, რომ გამჭვირვალე ჰქონდეთ საკუთარი საქმიანობა და ბიუჯეტი, მეტყველებს ორმაგ სტანდარტზე. რატომ ფიქრობენ, რომ ქართულ საზოგადოებას, რომელსაც ევროკავშირი უნდა, რომელსაც უნდა ევროკავშირთან ურთიერთობა, ასეთი ცუდი ნაბიჯებით კეთილ სამსახურს უწევენ. პირიქით, ეს არის დაზიანება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობისა, მაგრამ იმდენად არიან ამ მყისიერ პოლიტიკურ სიტუაციაში ჩართულები და ამოცანა აქვთ, რომ რეანიმაციაში მყოფი ოპოზიცია გააცოცხლონ, ასეთ დამაზიანებელ ნაბიჯებს დგამენ", - ამბობს ქადაგიშვილი. 

მსგავსი სიახლეები