ელჩის პასუხი "ოცნებას" - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 27 ქვეყნის ლიდერმა შეაჩერა
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 27 ქვეყნის ლიდერმა შეაჩერა - ასე პასუხობს "ქართულ ოცნებას" საქართველოში გერმანიის ელჩი. ივანიშვილის პარტიამ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მილიონობით ევროს სამხედრო დახმარების გაყინვას მაკრო გადაწყვეტილება უწოდა, ამიტომ დღეს გერმანელმა დიპლომატმა საქართველოს ხელისუფლების საპასუხოდ თქვა, რომ ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ ევროკავშირის პირველი პირები და ლიდერები და ეს შემთხვევით არ ხდება.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ ძალიან რთულ მომენტს ამ პროცესში, ამ გაწევრიანების პროცესში. როგორც იცით, საქართველოს მთავრობის ქმედებებიდან გამომდინარე, ევროპულმა საბჭომ, რომელიც შედგება 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურისგან, გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებების მიმღები პირებისგან, 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერებულიყო. საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერდა"- თქვა პიტერ ფიშერმა.
ასევე ნახეთ:
- სანქციებს გერმანიაც აანონსებს - გადავწყვიტეთ, საქართველოსთან ახალი ფინანსური ვალდებულებები აღარ ავიღოთ
- თუ მთავრობა იყენებს მიუღებელ რიტორიკას მეგობრებთან, მეგობრობა იცვლება - გერმანიის ელჩი
- ელჩი რუსულ კანონზე: ამით ევროკავშირს უბრალოდ ვერ შეუერთდებით, მარტივია