"მართლაც ხომ არ არის იდეა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეიცვალოს" - ვოლსკი რუსული დაზვერვის ნარატივს იმეორებს

10.07.24 13:17
"მართლაც ხომ არ არის იდეა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეიცვალოს" - ვოლსკი რუსული დაზვერვის  ნარატივს იმეორებს

 

 

"მართლაც ხომ არ არის იდეა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეიცვალოს" - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, გია ვოლსკი საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებას სანქციების დაანონსების თაობაზე.

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი გერმანელ კოლეგას უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს. ვოლსკი რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებებს იმეორებს. 

არ არის სწორი ბატონი ფიშერი ამ შემთხვევაში და საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ რიტორიკის შედეგი შეიძლება იყოს იმ რიტორიკაზე რეაგირება, რომელიც თუნდაც დღევანდელ ევროკომისარს, ესტონეთის ყოფილ პრემიერს ჰქონდა საქართველოს მიმართ. ასეთი განცხადების გაკეთება ყველაზე მცირე უსამართლობაა და გარკვეულ კითხვებს წარმოშობს. მართლაც ხომ არ არის ამ ნაბიჯების უკან იდეა, რომ შეიცვალოს ეს ხელისუფლება და ლომჯარიამაგვარი ადამიანებით დაკომპლექტდეს ხელისუფლება, როდესაც არჩევნები არის სულ ახლო მომავალში. არის მედლის მეორე მხარე, რომელიც ავლენს გარკვეულ რადიკალურ პოზიციას, რომელსაც უხარია, რომ გერმანია ასეთ განცხადებას აკეთებს", - ამბობს ვოლსკი.

აშშ-ის შემდეგ სანქციებს გერმანიაც აანონსებს - პიტერ ფიშერის კომენტარიდან ირკვევა, რომ საქართველო პროექტებისთვის ახალ ფინანსურ დახმარებას ვეღარ  მიიღებს.

გერმანიის ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის კურსის გამო, EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. 

მოსკოვი ამტკიცებს, რომ აშშ ზურაბიშვილის გამოყენებით "ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვებას და მაიდნის მოწყობას გეგმავს.
 

მსგავსი სიახლეები