უზრა ზეია დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა?

12.07.24 21:58
უზრა ზეია დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა?

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია საქართველოში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა - როგორც ბლინკენის მოადგილე სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, შეხვედრაზე იმ პრობლემებთან და დაბრკოლებებთან დაკავშირებით ისაუბრეს, რაც დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიაში არსებობს.

დროული შეხვედრა საქართველოს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან მათ მუშაობაში არსებული დაბრკოლებების შესახებ, მათ შორის, საგარეო გავლენის შესახებ კანონის შესახებ. დამოუკიდებელი მედია არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და კრიტიკულია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის", - წერს უზრა ზეია. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. დასავლელმა დიპლომატმა შეხვედრა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან, მედიაორგანიზაციებთან და მესამე სექტორთან გამართა. უზრა ზეიას ბოლო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ჰქონდა.

ასევე წაიკითხეთ, თუ რა განცხადებები გააკეთა დასავლელმა პოლიტიკოსმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ:

მსგავსი სიახლეები