ლალი ბუნტური, რომელიც გენერალური პროკურორობისთვის იბრძოდა, საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
ლალი ბუნტური, რომელიც გენერალური პროკურორობისთვის იბრძოდა, საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ლალი ბუნტური მიიჩნევს, რომ საპროკურორო საბჭომ პროცედურულად დაარღვია კანდიდატებისათვის კენჭისყრის მიცემის წესი.
ბუნტური დღეს აპირებს პროკურატურიდან გამოითხოვოს მატერიალურად კანდიდატებისათვის
კენჭისყრის და შეფასების ოქმები და გაასაჩივროს მათი გადაწყვეტილება.
რას გააკეთებდა პროკურორობის კანდიდატი ლალი ბუნტური პროკურორად არჩევის შემთხვევაში? ბუნტური "გირჩის" ლიდერს ციხეში გაშვებას დაჰპირდა. შოთაძის სკამისთვის მებრძოლ ბუნტურს არ მოსწონს იაგო ხვიჩიას პარტრიის მოწოდებები სამხედრო გაწვევისა და ნარკოპოლიტიკის შესახებ.
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატად გენერალური პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია. შესაბამისად, პარლამენტს სწორედ მისი კანდიდატურა წარედგინება.