"როგორი გაუმჭვირვალე და შავ-ბნელი პარტიაც არის ოცნება, ისეთივე ახალი ოფისი აქვთ - საბა ბუაძე

16.07.24 14:15
"როგორი გაუმჭვირვალე და შავ-ბნელი პარტიაც არის ოცნება, ისეთივე ახალი ოფისი აქვთ - საბა ბუაძე

"როგორი გაუმჭვირვალე და შავ-ბნელი პარტიაც არის ქართული ოცნება, ზუსტად ისეთი ახალი სათაო ოფისი აქვთ" - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, საბა ბუაძემ მმართველი პარტიის ახალ ოფისთან დაკავშირებული საუბრისას განაცხადა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კითხვებს აჩენს გარემოება, პარტიის შენობა "ქართულმა ოცნებამ"  პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე იყიდა. 

"ყველანი ვხედავთ, არსებულ კორუფციულ, კორუფციულ და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებულ ძალიან დიდ რისკს. ყველას კარგად გვახსოვს, ეს არის საოფისე შენობა, რომელიც ქართული ოცნებისთვის შენდებოდა. ახალა გაირკვა, რომ გახსნამდე ერთი დღით ადრე ეს შენობა კომპანიამ გადაუფრომა პარტია ქართულ ოცნებას, რაც კიდევ აღრმავებს ამ შავ-ბნელ ეპიზოდთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებს. როგორი გაუმჭირვალე და შავ-ბნელი პარტიაც არის ქართული ოცნებაც, ზუსტად ისეთი ახალი სათაო ოფისი აქვთ, რამდენი ოფისიც არ უნდა გამოიცვალონ არ შეიცვლება ერთადერთი გარემობა, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება პუტინის რუსეთის ინტერესებს.- განაცხადა პარტია ,,ლელოს საქართველოსთვის“ თავჯდომარე საბა ბუაძემ.

დღეიდან ივანიშვილის პარტია როსტომ მეფის სასახლიდან სამუშაოდ ორთაჭალაში, ახალ ოფისში გადადის. 

ირკვევა, რომ  პარტიის შენობა "ქართულმა ოცნებამ"  პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე იყიდა. ხელშეკრულება კომპანია "ნიუ ოფისთან" გუშინ გაფორმდა, რაც კორუფციის მკვლევარებს უჩენს  ეჭვს, რომ ეს ყველაფერი  ახალი სავარაუდო თაღლითობაა.

მსგავსი სიახლეები