მდინარაძე: ყველას ვაფრთხილებ, ამნისტია არ იქნება ვაჭრობის საგანი
"ყველას ვაფრთხილებ, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნება ვაჭრობის საგანი, რაიმე პოლიტიკური ვაჭრობის და სხვა სახის მითუმეტეს," - ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მდინარაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან, პრაქტიკულად დააანონსა, რომ პატიმრების შიმშილობის და ქუჩის საპროტესტო აქციების გამო, ამნისტიის კანონში ახალი ჩანაწერები არ გაჩნდება.
რაღაც საკითხები ჩავამატოთ კიდევაც, შეიძლება - ოღონდ არავის არ ვაძლევ ამის დაპირებას, ოღონდ აუცილებლად დაზარალებულის თანხმობით, პირობითად, შეიძლება სხვა მუხლებზეც, რომელზეც თქვენ ილაპარაკეთ, მაგრამ, ეს ყველას ვაფრთხილებ, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნება ვაჭრობის საგანი, რაიმე პოლიტიკური ვაჭრობის და სხვა სახის მითუმეტეს.
თუ ვინმე ვინმეს აქეზებს და ამ სიტყვებს არ ვამბობ შემთხვევით, რომ ახლა შენ დაიწყე შიმშილობა და ამას შეეხება, თუ უნდა ვინმეს, რომ რომელიმეს არ შეეხოს, უნდა წააქეზოს პატიმარი ან მისი ოჯახის წევრი, რომ ამაზე გამოთქვას რაღაც უკიდურესი პროტესტი, ამ შემთხვევაში თუ არ შეეხება რამეს, ამ შემთხვევაში არ შეეხება,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.
82 მომხრე - ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. საპარლამენტო ბოიკოტის გამო განხილვას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრებოდა.
"შევხვდებით არჩევნებზე" - ეს გზავნილი გაუგზავნეს დღეს პატიმრების ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას, რომელმაც ამნისტიის შესახებ კანონპორექტი პირველი მოსმენით მიიღო.