ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას - აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქე 51-ე სკოლის წინააღმდეგ

23.07.24 12:49
ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას - აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქე 51-ე სკოლის წინააღმდეგ

თბილისის 51-ე საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ადმინისტრაციის წინააღმდეგ - სასამართლოში ხმაურიანი პროცესები იწყება. 

აფხაზეთიდან დევნილმა მანანა გვინჯილიამ "ლელოს" ლიდერებთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დირექტორმა სასწავლო დაწესებულებიდან უმიზეზოდ, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე გამოუშვა. 

მეტიც, მისი თქმით, სამსახურიდან ერთადერთი არგუმენტით გამოუშვეს, რომ "კაცი მის მოვალეობას უკეთესად შეასრულებდა". 

მანანა ღვინჯილია სოციალურად დაუცველია, მისი თქმით, არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი, თუმცა როგორც მან თქვა, დირექციამ ეს გარემოება არ გაითვალისწინა. 

მანანა გვინჯილია სასამართლოში ბრძოლას აანონსებს. 

51- ე საჯარო სკოლაში, ვიყავი მატერიალური-ტექნიკური  უზრუნველყოფის  კორდინატორი, წარმოვადგენდი ტექნიკურ პერსონალს. 2 თვის წინ დირექტორმა ეკატერინე წითურიამ დამიბარა და მითხრა, რომ უნდა დამეწერა განცხადება და წავსულიყავი საკუთარი ნებით.  მიზეზად მომიყვანა, რომ მას უკვე შერჩეული ჰყავდა კანდიდატურა ჩემს თანამდებობაზე მამაკაცი, რომელიც მისი გადმოსახედიდან უკეთესად შეასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებას.

მისთვის ცნობილი იყო ჩემი ოჯახური მდგომარეობა, მაგრამ კიდევ ერთხელ განვუმარტე, რომ ვარ დევნილი აფხაზეთიდან, უსახლკარო ვცხოვრობ ქირით, ვარ სოციალურად დაუცველი მყავს 2 არასრულწლოვანი შვილი, მოხუცი დედა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ვარ მე, ეს სამსახური ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.  

ყოველგვარი გაფრთხილების და კომპესაციის გარეშე 18 ივლისს გამომიცხვეს შეთითხნილი ბრძანება. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი შვილი სწავლობს 51- სკოლაში, მე მას არ გადავიყვან ამ სკოლიდან, დირექტორის გასაგონად მინდა ვთქვა. მე გავაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას, რომ რიგებს არ შეურთდნენ ისეთი ადამიანები, როგორიც ვარ მე"- მანანა ღვინჯილია.

მანანა ღვინჯილიას საქმეზე პოლიტიკური განცხადება "ლელოს" ლიდერმა, საბა ბუაძემ დღეს გააკეთა. 

ოპოზოციაში ამბობენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად "ქართულმა ოცნებამ" მოქალაქეებზე პოლიტიკური ნიშნით ნადირობა გამოაცხადა.

საბა ბუაძის ინფორმაციით, რეპრესიების ეპიცენტრი ამჯერად 51-ე სკოლაა, საიდანაც პარტია "ლელოსთან" კავშირის გამო ადმინისტრაციის თანამშრომელს სკოლა იძულებით დაატოვებინეს. 

 

მსგავსი სიახლეები