პოლიტიკური ზეწოლაა - მოქალაქე სკოლიდან გათავისუფლებას რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში მონაწილეობას უკავშირებს
თბილისის 51-ე სკოლის განთავისუფლებული თანამშრომელი, მისი გათავისუფლებას ,,რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს.
როგორც მანანა ღვინჯილია "პირველებთან" ამბობს, აქციების დასრულების, შემდეგ მას სკოლის დირექციამ განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა.
მოქალაქე მომხდარს პოლიტიკური ზეწოლად აფასებს.
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების აქტიური მონაწილე ვიყავი, რატომღაც ისე დაემთხვა, რომ აქციების დასრულების შემდეგ, 2 თვის წინ, დამიბარა ქალბატონმა ეკატერინე წითურიამ, დირექტორმა და მთხოვა, რომ დამეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ჩემი ოჯახური მდგომარეობა. რა უნდა დამეშავებინა ისეთი, რომ ჩემი ოჯახური მდგომარეობის მქონე ადამიანი გაეთავისუფლებინა სამსახურიდან, თუ არა პოლიტიკური ზეწოლა და პოლიტიკური ნიშნით ჩემი გათავისუფლება“.- განაცადა მანანა ღვინჯილიამ.
რაც შეეხება 51-ე საჯარო სკოლის პოზიციას - დირექტორი და ამინისტრაცია "პირველების" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი მანანა ღვინჯილია კი 51-ე სკოლის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას აანონსებს.
ღვინჯილიას საქმეზე განცხადება "ლელოს" ლიდერმა, საბა ბუაძემ დღეს გააკეთა.
ოპოზოციაში პირდაპირ ამბობენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად "ქართულმა ოცნებამ" მოქალაქეებზე პოლიტიკური ნიშნით ნადირობა გამოაცხადა.