ქუთაისში "დემოკრატიის ფესტივალი" იმართება - ოპოზიცია ისევ ერთად ამომრჩევლის პირისპირ დგას
ამ წუთებში ქუთაისში "დემოკრატიის ფესტივალი" იმართება - ოპოზიცია ისევ ერთად ამომრჩევლის პირისპირ დგას და მოქალაქეებს დემოკრატიული ღირებულებების შესახებ ესაუბრება.
ივანიშვილის ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ადამიანებს უხსნიან, თუ რატომ არის რუსული კანონი ცუდი და რამდენად მნიშვნელოვანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები "ქართული ოცნების" მიერ დემოკრატიის ფესტივალზე მიტანილ იერიშს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ რუსული კანონის მიმღები ხელისუფლებისგან მსგავსი ტიპის თავდასხმები არ უკვირთ.
მე არ მიკვირს, რომ სადაც გაიგონეს სიტყვა დემოკრატია და ნახეს, რომ ყოველგვარი წინასწარი დადგმების გარეშე ადამიანები მოდიან, "ქართულ ოცნებას" არც სიტყვა დემოკრატიის გაგონება არ უნდა და არც ხალხთან უშუალო შეხვედრა არ უნდა, ამიტომ ცდილობენ, რომ ახლა ამ პროცესს მოსცხონ ჩირქი. დანიის ელჩის დაბარება მათი მცდელობაა, როგორმე ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანონ", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
დემოკრატიის ფესტივალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტარდება. პროექტი დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება.
გასულ კვირას ღონისძიებას კახეთმა უმასპინძლა. ღონისძიებაზე ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებმა მიიღეს მონაწილეობა. გაიმართა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაც. ღონისძიებას ასევე პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები, არასამთავრობო სექტორი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ამასთან, "დემოკრატიის ფესტივალზე", სადაც "ქართული ოცნება" დაპატიჟებული იყო, რუსული კანონის მიმღებმა ხელისუფლებამ იერიში მიიტანა: