"გაუნათლებელი ბრიყვი" - უგულავა კალაძეს
"გაუნათლებელი ბრიყვი" - ასე უწოდებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა თბილისის მერს, რომელმაც დღეს იერიში "დემოკრატიის ფესტივალზე" მიიტანა.
გიგი უგულავა "პირველებთან" ამბობს, რომ კახა კალაძისთვის ჯანსაღი დიალოგი არ არსებობს, რადგან უგულავას თქმით, მისთვის მისაღები, მხოლოდ და მხოლოდ, ძალადობრივი ქმედებებია.
რით განსხვავდება ევროპა რუსეთისგან, სადაც "ქართული ოცნება" და ივანიშვილი მიგვათრევს ძალით. ძირითადად ყველა პროექტი სწორედ დიალოგის განვითარებისკენ არის მიმართული, სწორედ ამიტომ ეზიზღება "ოცნებას" დასავლეთი. იმიტომ გამოდგა დღეს სამარცხვინო კალაძე და ამ ღონისძიებაზე თქვა, რომ ელჩი უნდა დაიბაროს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. გარდა იმისა, რომ გაუნათლებელი ბრიყვია, უბრალოდ გონებადაბნელებულ ადამიანებთან გვაქვს საქმე, რომელიც გამორიცხავს დიალოგს. მისთვის დიალოგი არის ხელის გადაგრეხვა, დაჩმორება, განადგურება, დაპატიმრება", - ამბობს გიგი უგულავა.
დემოკრატიის ფესტივალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტარდება. პროექტი დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება.
გასულ კვირას ღონისძიებას კახეთმა უმასპინძლა. ღონისძიებაზე ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებმა მიიღეს მონაწილეობა. გაიმართა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაც. ღონისძიებას ასევე პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები, არასამთავრობო სექტორი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ამასთან, "დემოკრატიის ფესტივალზე", სადაც "ქართული ოცნება" დაპატიჟებული იყო, რუსული კანონის მიმღებმა ხელისუფლებამ იერიში მიიტანა: