კალაძე შეშინებული რეჟიმის შეშინებულ რიგითი ჩინოვნიკია - გეგელია

10.08.24 18:12
კალაძე შეშინებული რეჟიმის შეშინებულ რიგითი ჩინოვნიკია - გეგელია

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია "დღის ამბების" ეთერში თბილისის მერს "შეშინებული რეჟიმის შეშინებულ რიგით ჩინოვნიკს" უწოდებს და კახა კალაძის მიერ "დემოკრატიის ფესტივალზე" მიტანილ იერიშს ეხმაურება.

გრიგოლ გეგელია ივანიშვილის ხელისუფლებას "ავადმყოფური მენტალიტეტის" მქონე პარტიად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ "სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ადამიანები შიმშილით კვდებიან, "ოცნების" წევრები ბაობაბის გამხმარ ხეებს დასტირიან".

კახა კალაძე არის პოლიტიკურ უინტერესო ადამიანი, რომელიც არის შეშინებული რეჟიმის შეშინებული რიგითი ჩინოვნიკი, რომელიც ახლა მიცემულია ნონსენსის ფრქვევას. ეს არის პოლიტიკური ნონსენსი. "ქართული ოცნება" იყო და არის მოწვეული აქ, მაგრამ იმალებიან ჩირგვებში, რატომ არაფერი არ აქვთ სათქმელი ხალხისთვის. რატომ არის, რომ 12-წლიანი მმართველობის თავზე ბაობაბის ხეებს დასტირიან მაშინ, როდესაც დეოკუპაციაზე, ადამიანთა გაჭირვებაზე არაფერი არ უთქვამთ. მთელი "ქართული ოცნება" დასტირის 8 გამხმარ ბაობაბს. ასეთი ავადმყოფური მენტალობის ადამიანები გვმართავენ დღეს", - ამბობს გეგელია. 

დემოკრატიის ფესტივალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტარდება. პროექტი დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება. 

გასულ კვირას ღონისძიებას კახეთმა უმასპინძლა. ღონისძიებაზე ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებმა მიიღეს მონაწილეობა. გაიმართა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაც. ღონისძიებას ასევე პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები, არასამთავრობო სექტორი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

"დემოკრატიის ფესტივალზე", სადაც "ქართული ოცნება" დაპატიჟებული იყო, რუსული კანონის მიმღებმა ხელისუფლებამ იერიში მიიტანა:

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ კენიიდან საქართველოში ჩამოტანილი ბაობაბის უნიკალური ხეები გახმა.