გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად პატრიარქი, კახა კალაძე და გიორგი გახარია მოსწონს - IRI-ის კვლევა

02.08.21 17:56
გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად პატრიარქი, კახა კალაძე და გიორგი გახარია მოსწონს - IRI-ის კვლევა

IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობას, 88%-ს ყველაზე მეტად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოსწონს, მეორე ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე, 58%-ით ლიდერობს, ხოლო მესამე ადგილს იკავებს  პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია. ის გამოკითხულთა 56%-ს ძალიან მოსწონს, 39%-ს გახარია არ მოსწონს, 1%-ს კი მასზე არაფერი სმენია.

მეოთხე ადგილზეა ირაკლი ღარიბაშვილი - გამოკითხულთა 40%-ს ის მოსწონს, 54%-ს კი ის არ მოსწონს, 2%-ს მისი სახელი არ სმენია.

რეიტინგის მეხუთე ადგილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია იკავებს, ის 39%-ს ძალიან მოსწონს, 54%-ს არ მოსწონს, ნიკა მელიას სახელი არასდროს სმენია გამოკითხულთა 1%-ს.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი გამოკითხვაში მონაწილეთა 36%-ს მოსწონს, 49%-ს  არ მოსწონს, 4%-ს კი მასზე არაფერი სმენია.

 მეშვიდე ადგილს იკავებს ანა დოლიძე, ის კვლევაში მონაწილეთა 34%-ს მოსწონს,46%-ს კი არ მოსწონს.

შემდეგ პოზიციაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტი  გამოკითხულთა მხოლოდ  31%-ს მოწონს, უმრავლესობას კი 65%-ს არ მოსწონს.

გამოკითხულთა 30-30%-ის მოწონება აქვს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.  ვაშაძე გამოკითხულთა 60%-ს, კობახიძე კი 62%-ს არ მოსწონს.

კვლევა ჩატარებულია 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუების გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრუწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %.