საქართველო ჩრდილოეთ კორეის გეგმით მიდის - Politico-ს სკანდალური სტატია

24.08.24 10:30
საქართველო ჩრდილოეთ კორეის გეგმით მიდის - Politico-ს სკანდალური სტატია

საქართველო ჩრდილოეთ კორეის გეგმით მიდის - ასე ეხმაურება გავლენიანი გამოცემა Politico ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციის აკრძალვა და მათთვის მანდატების წართმევა დაანონსა. დასავლეთში ფიქრობენ, რომ თუ მთავრობა ამ ნაბიჯს გადადგამს, საქართველოში დემოკრატია დასრულდება. ასეთი ქვეყნის ადგილი კი  ევროსტრუქტურებში არ არის.

სტატიაში ნათქვამია, რომ ოლიგარქის გუნდმა არჩევნებამდე ორი თვით ადრე გამოაცხადა, რომ ერთპარტიული მმართველოობის დასამყარებლად  და ათი ოპოზიციური პარტიის გასანადგურებლად ემზადება.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირსა და თბილის შორის რუსული კანონის გამო ისედაც გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, ოლიგარქის პარტიის ეს გეგმა საქართველოს ევროპულ კურსს უფრო მეტ ზიანს მიაყენებს.

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ გამართულ ბრიფინგზეც ისაუბრა და ერთპარტიული პარლამენტი დააანონსა.