"პოლიტიკური პარტიების აკრძალვა სადისტური და ტოტალიტარული მმართველობის დამკვიდრებაა" - რა საფრთხეზე საუბრობენ ექსპერტები
ერთპარტიული მმართველობის შესახებ გაკეთებული განაცხადი პრაქტიკულად დიქტატურის დაანონსებაა - ასე აფასებენ პოლიტიკური და ანალიტიკური ექსპერტები "ოცნების" განცხადებას.
მათი თქმით, "ოცნება" კრემლის დავალებას ასრულებს და საქართველოს ჩრდილოეთ კორეას ამსგავსებს
ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აპირებს, რომ აკრძალოს პოლიტიკური პარტიები, შეზღუდოს თავისუფალი მედია, სამოქალაქო საზოგადოება, პირდაპირ ასრულებს რუსულ დაკვეთას და ამსგავსებს საქართველოს ჩრდილოეთ კორეას. ჩრდილოეთ კორეაშიც დემოკრატიის განადგურებას საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა იმისთვის, რომ საბოლოოდ მისულიყვნენ იმ, ფაქტობრივად ტოტალიტარულ მმართველობამდე, რომელიც ეფუძნება ერთი დინასტიის მმართველობას. როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებასაც" უნდა ასეთი დინასტიური, სადისტური გარკვეულწილად და არადემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება", - აცხადებს გიორგი მელაშვილი.
ანალიტიკოსებს ასევე ახსენდებათ ვენესუალას მაგალითიც, თუმცა ამბობენ, რომს აქართველოში სიტუცია უფრო მძიმედ არის.
ეს სქემა ძალიან ჰგავს ვენესუელის სქემას, როდესაც ოპოზიცია არის მაქსიმალრუად დაჩაგრული, თუმცა იმის იქით მიდის, რადგან ვენესუელის პარლამენტში ყოველშემთხვევაში, ოპოზიცია მაინც არის, თუმცა ძალიან ბევრი აიძლეს ქვეყანა დაეტოვებიანა და ბევრიც დაიჭირეს. ჩრდილო კორეას კი იმით გავს ეს, რომ ჩრდილო კორეაში ხალხის აზრი არის არა მარტო იგნორირებული, არამედ შეცვლილი, დაზომბილი, ინფორმაციას მოკლებული და მთლიანად დამორჩილებული ერთი კაცის და ერთი პარტიის ნებას", - ამბობს კახა გოგოლაშვილი
საქართველო ჩრდილოეთ კორეის გეგმით მიდის - ასე ეხმაურება გავლენიანი გამოცემა Politico ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციის აკრძალვა და მათთვის მანდატების წართმევა დაანონსა. დასავლეთში ფიქრობენ, რომ თუ მთავრობა ამ ნაბიჯს გადადგამს, საქართველოში დემოკრატია დასრულდება.
ასევე ნახეთ:
- "ოცნება" ოპოზიციის მანდატების გაუქმებას ძალოვანების დახმარებით გეგმავს
- პრემიერი: "პარლამენტში 2 სუბიექტი შევა - "ოცნება" და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება"