მზადება არჩევნებისთვის - შს მინისტრი სისტემაში დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს აბრუნებს

05.08.21 15:10
მზადება არჩევნებისთვის - შს მინისტრი სისტემაში დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს აბრუნებს

შს მინისტრი ძალოვან უწყებაში  მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს აბრუნებს. ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა ბაღდათის პოლიციის უფროსის მოადგილედ ქრთამის აღების ბრალდებით გასამართლებული  პირი, კობა კბილაშვილი დაინიშნა. კბილაშვილს ხელორკილი რამდენიმე წლის წინ, პოლიციის შენობაში დაადეს. ციხის დატოვება მან მას შემდეგ მოახერხა, რაც  საქმის  მთავარი მოწმე  გაურკვევლ ვითარებაში  გარდაიცვალა. 

ეს ადამიანი დააბრუნეს იმიტომ, რომ ბაღდათშ არჩევნები უნდა მოიგოს და ჰპირდებიან მერე, რომ დააწინაურებენ სამხარაო პოლიციის უფროსის პოსტზე. მობილიზებას ახდენს კრიმინალური ავტორრიტეტების, მისი დის ქმარიც, სიძეც ავტორიტეტია, ანუ არჩევნებს „ოცნება“ კი არ იგებს, კრიმინალური ავტორიტეტები იგებენ. მისი უშუალოდ ხელმძღვანელი პირი არის შს მინისტრის პირველი მოადგილე ბედოიძე, რომელსაც აბარი რეგიონებში არჩევნების მოგება, - ამბობს ბუბა ჩივაძე. 

ოპოზიცია ამბობს,  რომ დამნაშავეების სისტემაში დაბრუნებით ხელისუფლება არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. მათი თქმით, გასამართლებული მაღალჩინოსანი ხელისუფლებისთვის რეგიონში საარჩევნო ხმების მობილიზებისთვის გამოიყენებს.