ივანიშვილი ყველაფრის მკადრებელია მით უფრო მაშინ, როდესაც ხვდება, რომ მისი პოლიტიკური დღეები დათვლილია - ახვლედიანი
"ივანიშვილი ყველაფრის მკადრებელია მით უფრო მაშინ, როდესაც ხვდება, რომ მისი პოლიტიკური დღეები დათვლილია" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, არმაზ ახვლედიანი საუბრობს.
ახვლედიანის თქმით, ივანიშვილის დანაშაულებრივ მისწრაფებების შემყურე ქართველი ხალხი პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს.
ყველა ჩვენი პარტნიორი გმობს ივანიშვილის ამ მავნებლურ, დანაშაულებრივ მისწრაფებეს, სურვილებს, ქართველი ხალხი კი ამის შემყურე უფრო მეტი შემართებით გამოუტანს მას პოლიტიკურ განაჩენს. ვინმე დამისახლებეს კი რამეს ისეთს, რაზეც არ არის ივანიშვილი წამსვლელი. ვერავინ სხვათა შორის, რადგან ყველაფრის მკადრებელი და ყველაფერზე წამსვლელია მითუფრო როცა ხვდება, რომ მისი პოლიტიკური დღეები დათვლილია", - ამბობს არმაზ ახვლედიანი.
ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ პლატფორმა "X"-ზე მეთიუ მილერის განცხადებას აქვეყნებს, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებულ სამართლებრივ რეპრესიებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავას.
ამერიკელი პოლიტიკოსი ივანიშვილის გუნდის ქმედებებს ანტიდემოკრატიულად აფასებს და ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ევროატლანტიკური სტრუქტურების ფუნდამენტურ ღირებულებებს.
ამასთან, მეთიუ მილერი მმართველ პარტიას მოუწოდებს, შეწყვიტოს "კრიტიკოსთა დემონიზება" და ქვეყანა ევროპულ რელსებზე დააბრუნოს.
ასევე ნახეთ: