შეხვედრაზე ვისაუბრებთ საქართველოზე, რომელიც ინტეგრაციის გზაზე ისე არ პროგრესირებს, როგორც ჩვენ გვინდა - ბრაჟე
"ჩვენ დღეს ასევე ვისაუბრებთ საქართველოზე, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ისე არ პროგრესირებს, როგორც ჩვენ გვინდა" - ამის შესახებ განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ გააკეთა.
ბაია ბრაჟემ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ, ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ შეხვედრაზე მინისტრები იმსჯელებენ იმაზე, თუ კონკრეტულად რისი გაკეთებაა შესაძლებელი საქართველოს წახალისებისთვის.
კითხვა მდგომარეობს იმაში, რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვიცით პრობლემა, ვიცით დიაგნოზი, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ. ეს იქნება ინფორმაციის გაცვლა, როგორც პოზიტიური კუთხით, როგორ წავახალისოთ საქართველო, ასევე იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა რაიმე, რაც შეიძლება გაკეთდეს საქართველოს წახალისებისთვის", - აღნიშნა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, დღეს, 29 აგვისტოს, ევროკავშირში საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალური შეხვედრა გაიმართება.