გადასცემენ თუ არა წმინდა სინოდის წევრები საპატრიარქოს მართვის სადავეებს "ოცნებას"? - დიდი შეხვედრა დაწყებულია
გადასცემენ თუ არა წმინდა სინოდის წევრები საპატრიარქოს მართვის სადავეებს ივანიშვილის გუნდს? - დიდი შეხვედრა, სადაც "ქართული ოცნების" შეთავაზებაზე უნდა იმსჯელონ, გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობა, საპატრიარქოში ცოტახნის წინ დაიწყო.
სასულიერო პირების ნაწილი საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებაში რისკებს ხედავს და აცხადებს, რომ მათთვის წინადადება მიუღებელია, რადგან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემთხვევაში, ეკლესია მთავრობის დაქვემდებარებაში გადავა და ავტონომიას დაკარგავს.
ერთადერთი, რაზეც, მღვდელმთავრები თანახმა არიან კონსტიტუციური ცვლილებებია, რომელიც ეკლესიის როლს გაზრდის და საპატრიარქოს უპირატესად წარმოაჩენს.
ახალი გარემოებები ჩემთვის ჯერ არ არსებობს. როგორც კი გავიგებთ, რაშია საქმე არსად არ გავიქცევით. დავიცადოთ, რას გვთავაზობენ, როგორ არის და ვნახოთ მერე. კონსტიტუციაში რა უნდა ჩაიწეროს არ ვიცით, ვნახოთ ჯერ", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
ანდრია ჯაღმაიძემ კი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ საუბარია კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის შეცვლაზე და არა სხვა კანონების მიღებაზე.
ვნახოთ, წინასწარ ვერ ვიტყვი. ღვდელმთავრები იმსჯელებენ დღეს და წინასწარ არ შემიძლია თქმა. შეთავაზება იყო კონსტიტუციურ ჩანაწერზე, ამიტომ ამ ჩარჩოში იქნება თემა. დღეს არავინ დაესწრება "ოცნებიდან", - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.
საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის რომ მოლაპარაკებები გაიმართა, ამას ადასტურებს საპატრიარქოს წარმომადგენელი, მამა გიორგი ჯაღმაიძეს.
ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” საპატრიარქოსთან კონსულტაციებს გადის მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ.