"არასწორი მიმართულებით მიდიხართ" - ანა მარია ბილდტი "ოცნებას"
ყოფილი ევროპარლამენტარი ანა მარია ბილდტი "ოცნების" ხელისუფლებას ქვეყნის არასწორი მიმართულებით წაყვანაში ადანაშაულებს.
ბილდტი ახლა ფსონს 26 ოქტომბრის არჩევნებზე დებს და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ.
ყოფილი ევროპარლამენტარი ამომრჩეველს, რომელსაც გადაწმყვეტ არჩევნებზე ისტორიული გადაწყვეტილება აქვთ მისაღები, პირდაპირ ეუბენბა, რომ ხელისუფლებას ქვეყანა ევროკავშირის წევრობისაკენ არ მიჰყავს.
ეს იქნება გადამწყვეტი არჩევნები, სადაც თქვენი ხმა განსაზღვრავს გექნებათ ევროპული მომავალი თუ არა. ევროკავშირში წევრობა არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და რასაც ახლა ვხედავთ, მიდიხართ არასწორი მიმართულებით. მიღებულია ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება წევრობის კრიტერიუმებს. იმედი მაქვს მოქალაქეები, რომელთაც სურთ, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი მიხვდებიან, რომ ამ ხელისუფლებას ქვეყანა არ მიჰყავს წევრობისაკენ. პირიქით, ევროკავშირის ლიდერებისათვის სულ უფრო ართულებს რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს წევრობას. რადგან არსებობს კრიტერიუმები და ისინი არაა შესრულებული. ასე რომ გამოიყენეთ თქვენი ხმა. უკრაინა და მოლდოვა უკვე არიან მოლაპარაკების ეტაპზე, საქართველო არა. მოქალაქეები ხვდებიან, რომ მთავრობის ნაბიჯების გამო, ისინი იხდიან ძალიან მაღალ ფასს და რისკავენ ვეღარ დაეწიონ ამ მატარებელს. ახლა მაგიდაზე დევს უვიზო რეჟიმის საკითხიც. რა თქმა უნდა, შეიძლება ბრიუსელში დაიწყონ ამ საკითხზე ფიქრი", - ამბობს ბილდტი.
ცნობისთვის, მეორე დღეა მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.
ასევე ნახეთ:
- ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს - კრამერი
- შეწუხებული ვართ, რომ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობა ქვეყანას რუსეთის გავლენის ქვეშ აქცევს - მარკო მიხელსონი
- ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები საქართველოს მთავრობის ლიდერებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ქართველ ხალხს - ჰუგეს მინგარელი
- საუბარი გლობალური ომის პარტიაზე სრული სისულელეა; ომი პუტინის გარდა არავის უნდა - ვოლკერი