"ლუზერები, დაქირავებულები..." - ზარქუა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებზე

03.09.24 13:52
"ლუზერები, დაქირავებულები..." - ზარქუა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებზე

ირაკლი ზარქუას იერიში საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებზე - "ოცნების" წევრი საქართველოში მყოფ უცხოელ დიპლომატებს "ლუზერებად" და "დაქირავებულებად" მოიხსენიებს და ამბობს, რომ მათ სიტყვას ნულის ფასი აქვს.

ზარქუა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ურჩევს საკუთარ ქვეყანას მიხედონ და საქართველოს შიდა საკითებში ჩარევისგან თავი შეიკავონ.

ამ კონფერენციაზე ჩამოიყვანეს ყველა, ვინც ლუზერია, ვინც გაგდებულია თანამდებობიდან, მათ შორის დასავლეთიდან და ვინც ევროპარლამენტს მიღმაა. ფოტიგა ჰყავდათ გამოყვანილი. ბიჭო, გადავირიე, საკუთარმა ხალხმა არ აირჩია, პარლამენტს მიღმა დარჩა და აქ მე მორალს მიკითხავს. ის დანარჩენები კიდე, საკუთარ ქვეყანაში ტყვიას ესვრიან პრეზიდენტობის კანდიდატს, პოლიტიკური დევნა გაქვთ, ერთმანეთს ეომებით და მოდიხარ შემდეგ და საქართველოს მთავრობას, რომელიც, მათ შორის, საერთაშორისო რეიტინგებში თავისუფლების ინდექსით, მედიათავისუფლებით, კანონის უზენაესობით, ნატოს ქვეყნებს უსწრებს და ევროკავშირის ქვეყნებს. და თქვენ ამის შემდეგ ენა შემოგიბრუნდებათ და რატომ იცით, იმიტომ რომ დაქირავებულები ხართ, ასე უნდა ილაპარაკოთ. ამიტომ, ნულია ფასი, თქვენი სიტყვის და თქვენი წინადადების, არც გვაინტერესებს", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 

ცნობისთვის, მეორე დღეა მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.

ასევე ნახეთ: