რიში მმართველ ძალას "ვიგინდარას" უწოდებს, რა ფასი აქვს ამის შემდეგ მის რომელიმე განცხადებას - კობახიძე
მემგონი რიში მართალია. ამ არჩევნების შემდეგ უნდა აიკრძალოს ყველა "ვიგინდარა" ქართულ პოლიტიკაში - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერი ამერიკის კონგრესში სენატორი რიში მიერ გაკეტებულ განცხადებას.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სენატორის განცხადებას არანაირი ფასი არ აქვს იმის შემდეგ,რ აც მან "ოცნების" ხელისუფლებას "ვიგინდარა" უწოდა.
პრემიერისთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა კრიტიკა როგორც სენატიდან, ასევე თეთრი სახლიდან.
როცა კრიტიკა არის აბსოლუტურად უსამართლო, არაფერს არ აქვს მნიშვნელობა - ამბობს კობახიძე.
რიშმა თქვა, რომ ამ არჩევნების შემდეგ "ვიგინდარები" გაიყრებიან ქართული პოლიტიკიდან. მემგონი ეს მართალია. ჩვენი დაპირებაც ეს არის. ამ არჩევნების შემდეგ უნდა აიკრძალოს ყველა "ვიგინდარა" ქართულ პოლიტიკაში.
შენ თუ გინდა, რომ იყო მიუკერძოებელი დამკვირვებელი, მაშინ მიკერძოება საერთოდ არ უნდა აჩვენო. რიში გვიმტკიცებს, რომ არის არჩევნების მიუკერძოებელი დამკვირვებელი ამერიკის სენატიდან და თან ერთ-ერთ პოლიტიკურ სუბიექტს და კონკრეტულად მმართველ ძალას, უწოდებს ვიგინდარას, რა ფასი აქვს ამის შემდეგ მის რომელიმე განცხადებას? არავიტარი ფასი არ აქვს.
არც შაჰინის, არც სხვათა კრიტიკა არ არის საინტერესო. როცა კრიტიკა არის აბსოლუტურად უსამართლო, არაფერს არ აქვს მნიშვნელობა", - განაცხადა კობახიძემ.
- ქართველ ხალხს ოქტომბერში შესაძლებლობა ექნება, თაღლითები მოაშოროს და საკუთარ ხელში აიღოს მომავალი - ეს იყო სენატორ რიშის მთავარი გზავნილი კონგრესში, სადაც საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართა.
- ავტოკრატები ყველაფერს აკეთებენ ხელისუფლებაში დასარჩენად - რიშის გზავნილი სენატიდან "ოცნებას"
- კარდინი: გასაოცარია, ეს კანონი რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს
ასევე ნახეთ, ეკა გიგაურის გზავნილები სენატიდან:
- თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება, რუსეთი კვლავაც უკანა ეზოდ მოგვნიშნავს - ეკა გიგაურის სიტყვა აშშ-ის სენატში
- ეკა გიგაური: გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად უკან დახევას არ ვაპირებთ!
- რას მოიცავს რუსული კანონის რეპრესიული ზომები - ეკა გიგაურის სიტყვა სენატში