ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები ელოდებიან არჩევნებს, რათა ქართველმა ხალხმა თავი გაითავისუფლოს ავტოკრატიისგან - სამადაშვილი
"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები 26 ოქტომბრის არჩევნებს მოუთმენლად ელოდებიანთ, რათა "ქართველმა ხალხმა თავი გაითავისუფლოს ავტოკრატიისგან" და ეს მისი თქმით, ძალიან კარგად გამოჩნდა გუშინ, ამერიკსი კონგრეში გაკეთებული განცხადებების შემდეგ.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაკარგავს ევროკავშირში გაწევრიანების შანსს.
დღეს ძალიან ნათლად არის გააზრებული, რომ ბიძინა ივანიშვილმა ღიად გააკეთა არჩევანი პუტინისტური, ავტოკრატიული გზის სასარგებლოდ და ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაკარგავს ევროკავშირში გაწევრიანების შანსს და ფაქტიურად, უკვე სრულად დაექვემდებარება რუსეთის გავლენას. მეორე, რაც გახდა ძალიან ნათელი, არის ის, რომ დღეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები ელოდებიან არჩევნებს, მიაჩნიათ, რომ არჩევნები, ეს არის შეიძლება ბოლო შანსი, რომ ქართველმა ხალხმა თავი გაითავისუფლოს ავტოკრატიისგან და ისინი ძალიან მყარად დგანან ქართველი ხალხის გვერდით, ამ ამ გადამწყვეტ ბრძოლაში", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
- ქართველ ხალხს ოქტომბერში შესაძლებლობა ექნება, თაღლითები მოაშოროს და საკუთარ ხელში აიღოს მომავალი - ეს იყო სენატორ რიშის მთავარი გზავნილი კონგრესში, სადაც საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართა.
- ავტოკრატები ყველაფერს აკეთებენ ხელისუფლებაში დასარჩენად - რიშის გზავნილი სენატიდან "ოცნებას"
- კარდინი: გასაოცარია, ეს კანონი რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს
ასევე ნახეთ, ეკა გიგაურის გზავნილები სენატიდან:
- თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება, რუსეთი კვლავაც უკანა ეზოდ მოგვნიშნავს - ეკა გიგაურის სიტყვა აშშ-ის სენატში
- ეკა გიგაური: გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად უკან დახევას არ ვაპირებთ!
- რას მოიცავს რუსული კანონის რეპრესიული ზომები - ეკა გიგაურის სიტყვა სენატში