"ოცნება" მატყუარა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა - გახარია
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ მისთვის კონგრესში გაკეთებული მზიმე გზავნილები "ოცნების" მისამართით, მოულოდნელი არ ყოფილა.
ყოფილი პრემიერი "ოცნებას მის დიდ იმედგაცრუებას უწოდებს და ამბობს, რომ მმართველი პარტია მატყუარა პოლიტიკურ გუდნად ჩამოყალიბდა.
ჩემთვის ეს მოულოდნელი არ არის და როგორ შეიძლება ეს მოულოდნელი იყოს მაშინ როდესაც, მმართველი პარტია აშშ-ს, ისევე როგორც ევროკავშირის ევროკავშირს, ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე ადანაშაულებს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის ორგანიზებაში, ქვეყნის სუვერენიტეტის ჩარევაში და კიდევ ბევრ რამეში. რა თქმა უნდა, ეს დაძაბული ურთიერთობებიც არ არის. ეს არის საბოლოო ჯამში ქვეყნის იზოლაციისთვის გაწირვა. ოცნება სამწუხაროდ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი იმედგაცრუებაა, ჩამოყალიბდა მატყუარა პოლიტიკურ პარტიად და ეს მატყუარა პოლიტიკური პარტია ასეთ ტყუილებს და დეზინფორმაციას ავრცელებს. საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამომრჩეველს ატყუებს და ერთმანეთს აპირისპირებს", - ამბობს გახარია.
- ქართველ ხალხს ოქტომბერში შესაძლებლობა ექნება, თაღლითები მოაშოროს და საკუთარ ხელში აიღოს მომავალი - ეს იყო სენატორ რიშის მთავარი გზავნილი კონგრესში, სადაც საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართა.
- ავტოკრატები ყველაფერს აკეთებენ ხელისუფლებაში დასარჩენად - რიშის გზავნილი სენატიდან "ოცნებას"
- კარდინი: გასაოცარია, ეს კანონი რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს
ასევე ნახეთ, ეკა გიგაურის გზავნილები სენატიდან:
- თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება, რუსეთი კვლავაც უკანა ეზოდ მოგვნიშნავს - ეკა გიგაურის სიტყვა აშშ-ის სენატში
- ეკა გიგაური: გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად უკან დახევას არ ვაპირებთ!
- რას მოიცავს რუსული კანონის რეპრესიული ზომები - ეკა გიგაურის სიტყვა სენატში