"აშშ-საქართველოს თანამშრომლობა იძულებითი იქნება" - რა ვერსიებზე საუბრობს თინა ხიდაშელი

13.09.24 13:51
"აშშ-საქართველოს თანამშრომლობა იძულებითი იქნება" - რა ვერსიებზე საუბრობს თინა ხიდაშელი

სენატში გუშინ გამართული მოსმენა საქართველოში განხილვის მთავარი თამაა - თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ თუ ოქტომბრის არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარდება ან "ოცნების" ხელისუფლებაა დასავლურ გზას არ დაუბრუნდება, მაშინ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა იძულებით ხასიათს მიიღებს.

აშშ-ს თანამშრომლობა საქართველოსთან არ იქნება იმ ფორმის, რომ ჩვენი ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოზე - ამბობს თინა ხიდაშელი. 

თანამშრომლობით, ყველანაირ ძალასთან თანამშრომლობს აშშ. აშშ არ არის ერთი რომელიღაცა სახელმწიფო 200-დან, რომ თავის თავს იმის უფლება მისცეს, რომ ვინმესთან არ ითანამშრომლოს. ეს თანამშრომლობაც საქართველოსთანაც იქნება იმ მასშტაბით, იმ ფორმით, სადაც საქართველო იქნება აუცილებელი, მაგრამ ეს არ იქნება პარტნიორობა და ეს არ იქნება თანამშრომლობა იმისთვის, რომ შენ გაგიყვანოს, საქართველო გავიდეს სამშვიდობოზე. ეს იქნება იძულებითი თანამშრომლობა, მხოლოდ იმ შეზღუდულ ფორმატებში, რომლის აუცილებლობაც დადგება რაიმე კონკრეტული მიზეზის გამო. თანამშრომლობა იქნება მხოლოდ იმ აუცილებელი მინიმუმის ფარგლებში, რომელსაც გეოპოლიტიკური რეალობა გამოიწვევს. თუმცა, ეს არ იქნება თანამშრომლობა სტრატეგიული, არ იქნება პარტნიორული და არ იქნება იმისთვის, რომ დაეხმარონ საქართველოს ნატოს ან ევროკავშირის წევრობაში", - აცხადებს თინა ხიდაშელი.  

ასევე ნახეთ, ეკა გიგაურის გზავნილები სენატიდან:

მსგავსი სიახლეები