ჯიმ რიშმა ყოველნაირი წითელი ხაზი გადაკვეთა - მაჭავარიანი

13.09.24 14:59
ჯიმ რიშმა ყოველნაირი წითელი ხაზი გადაკვეთა - მაჭავარიანი

ჯიმ რიშმა ყოველნაირი წითელი ხაზი გადაკვეთა - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი, აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე სენატორ რიშის განცხადებას.

მაჭავარიანი ამბობს, რომ რიში კუბილიუსი, ვიოლა ფონ კრამონი და ფოტიგა "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს ავრცელებენ. 

ჯიმ რიშმა ყოველნაირი წითელი ხაზი გადაკვეთა - კარგად გვახსოვს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ბატონი რიში, ისევე როგორც კუბილიუსი, ვიოლა ფონ კრამონი და ფოტიგა ყოველთვის "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივზე "იჯდნენ" და მათ მესიჯბოქსს აჟღერებდნენ.

თუმცა 100%-ით ვეთანხმები რიშს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქართულ პილიტიკას ყველა ვიგინდარა მოსცილდება და როგორც დავაანონსეთ, არჩევნების შემდეგ მათი გასამართლების პროცესი დაიწყება", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. 

ასევე ნახეთ, ეკა გიგაურის გზავნილები სენატიდან:

 

მსგავსი სიახლეები