ეს არის რუსული ხელისუფლება, რომლისთვისაც რაც უფრო მეტ მეგობარს დაკარგავს საქართველო დასავლეთიდან, მით უკეთესია - დოლიძე
"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, ანა დოლძის განცხადებით, მიუღებელია და არანაირ სტანდარტში არ ჯდება "ოცნების" თავდასხმები და შეურაცხყოფები სენატორების მიმართ.
მისი თქმით, "ეს არის რუსული ხელისუფლება, რომლისთვისაც რაც უფრო მეტ მეგობარს დაკარგავს საქართველო დასავლეთიდან, მით უკეთესია".
ამ მთავრობას ‘’ოცნებას’’ ახასიათებს ყურადღების გადატანა პიროვნებებზე. პიროვნული თავდასხმები, ის თავდასხმები და შეურაცხყოფები რაც მათ გამოავლინეს გამორჩეული ამერიკელი სენატორების მიმართ, არ ჯდება, არც დიპლომატიის კანონები, არც მეგობრობის. სრულიად მიუღებელია. კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ეს არის რუსული ხელისუფლება, რომლისთვისაც რაც უფრო მეტ მეგობარს დაკარგავს საქართველო დასავლეთიდან, მით უფრო უკეთესია. სამარცხვინო, აქ კიდევ იცით რა არის, რომ იმ ხალხს დაესხნენ თავს, რომლის დამსახურებითაც თვითონ ბიძინა ივანიშვილი და ‘’ქართული ოცნება’’ არის ხელისუფლებაში", - განაცხადა ანა დოლიძემ.
- ქართველ ხალხს ოქტომბერში შესაძლებლობა ექნება, თაღლითები მოაშოროს და საკუთარ ხელში აიღოს მომავალი - ეს იყო სენატორ რიშის მთავარი გზავნილი კონგრესში, სადაც საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართა.
- ავტოკრატები ყველაფერს აკეთებენ ხელისუფლებაში დასარჩენად - რიშის გზავნილი სენატიდან "ოცნებას"
- კარდინი: გასაოცარია, ეს კანონი რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს
ასევე ნახეთ, ეკა გიგაურის გზავნილები სენატიდან:
- თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება, რუსეთი კვლავაც უკანა ეზოდ მოგვნიშნავს - ეკა გიგაურის სიტყვა აშშ-ის სენატში
- ეკა გიგაური: გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად უკან დახევას არ ვაპირებთ!
- რას მოიცავს რუსული კანონის რეპრესიული ზომები - ეკა გიგაურის სიტყვა სენატში