მთავარი სანქცია ქართველმა ხალხმა უნდა გამოუტანოს ამ ხელისუფლებას 26 ოქტომბერს - ბუაძე

14.09.24 11:30
მთავარი სანქცია ქართველმა ხალხმა უნდა გამოუტანოს ამ ხელისუფლებას 26 ოქტომბერს - ბუაძე

"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები საქართველოს ხელისუფლების მისამართით გამკაცრებულია და ამას ნათელი დადასტურებაა სენატში გამართული მოსმენა.

ბუაძე ვარაუდობს, რომ პარტნიორების მხრიდან "ოცნების" შებოჭვის და სანქცირების კუთხით, ნაბიჯები კიდევ არის მოსალოდნელი", თუმცა, ოპოზიციონერის თქმით, მთავარ სანქციას ხელისუფლებას 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გამოუტანს. 

თუ ადრე ჩვენი პარტნიორების გზავნილები იყო ირიბი და უფრო რბილი, დღეს ვხედავთ, რომ მათი პოზიცია აი ამ რუსეთის სამსახურში მყოფ ხელისუფლებასთან მიმართებაში არის ძალიან ცალსახა. ისინი ძალიან კარგად ხედავენ და აანალიზებენ, რა საფრთხეს შეიცავს "ქართული ოცნების" მმართველობა ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველი ხალხისთვის, დემოკრატიისთვის ამ ქვეყანაში და მშვიდობისთვის და შესაბამისად, ჩვენი პარტნიორები ძალიან ღიად უჭერენ მხარს, ქართველი ხალხის ევროპული მომავლისთვის და განვითარებისთვის. "ოცნების" შებოჭვის და სანქცირების კუთხით, ნაბიჯები კიდევ არის მოსალოდნელი, მაგრამ მთავარი სანქცია ქართველმა ხალხმა უნდა გამოუტანოს ამ ხელისუფლებას 26 ოქტომბერს", - განაცხადა საბა ბუაძემ. 

ასევე ნახეთ, ეკა გიგაურის გზავნილები სენატიდან:

მსგავსი სიახლეები