პრემიერის რეაქცია არაადეკვატურია, შთაბეჭდილება გრჩება, რომ ზარქუა საუბრობს - გოგიჩაიშვილი
პრემიერის რეაქცია არაადეკვატურია, შთაბეჭდილება გრჩება, რომ ზარქუა საუბრობს - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი კობახიძის რეაქციას სენატში გაკეთებული განცხადებების შემდეგ.
გოგიჩაიშვილი კობახიძის განცხადებას სამარცხვინოს და "ფსკერს" უწოდებს და ამბობს, რომ ასეთ განცხადებებს პრემიერმინისტრები არ აკეთებენ.
მნიშვნელოვანია დახმარება ჩვენი ქვეყნის მიმართ. არაადეკვატურია რეაქცია პრემიერ-მინისტრის. შთაბეჭდილება გრჩება, რომ ზარქუა საუბრობს. საერთოდ დაკარგული აქვს მოვლენებზე რეალობა და ასეთი ენით საუბარი ძალიან სამარცხვინო არის, იმიტომ, რომ იმის იქით ფსკერის გარღვევაც არ არის. ასეთი ენით პრემიერმინისტრები, რომც ფიქრობდნენ, არ საუბრობენ", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
კობახიძემ სენატში გამართულ მოსმენას "უკულტურობის უმაღლესი ხარისხი" უწოდა. მან იერიში მიიტანა სენატორ რიშზეც და თქვა, რომ მის განცხადებებს ფასი არ აქვს.
- ქართველ ხალხს ოქტომბერში შესაძლებლობა ექნება, თაღლითები მოაშოროს და საკუთარ ხელში აიღოს მომავალი - ეს იყო სენატორ რიშის მთავარი გზავნილი კონგრესში, სადაც საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართა.
- ავტოკრატები ყველაფერს აკეთებენ ხელისუფლებაში დასარჩენად - რიშის გზავნილი სენატიდან "ოცნებას"
- კარდინი: გასაოცარია, ეს კანონი რუსული კანონის შესაბამისად არის მოდელირებული, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს
ასევე ნახეთ, ეკა გიგაურის გზავნილები სენატიდან:
- თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება, რუსეთი კვლავაც უკანა ეზოდ მოგვნიშნავს - ეკა გიგაურის სიტყვა აშშ-ის სენატში
- ეკა გიგაური: გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად უკან დახევას არ ვაპირებთ!
- რას მოიცავს რუსული კანონის რეპრესიული ზომები - ეკა გიგაურის სიტყვა სენატში