ლარმა გაუფასურება დაიწყო - ბლუმბერგის ბოლო მონაცემები

18.09.24 15:03
ლარმა გაუფასურება დაიწყო - ბლუმბერგის ბოლო მონაცემები

ლარმა გაუფასურება დაიწყო - ბლუმბერგის ბოლო მონაცემებით, ამ წუთის მონაცემებით (15:00 სთ) ეროვნული ვალუტა 1,24-ით გაუფასურდა, რაც კომერციულ ბანკებში 2,71 ლარს შეადგენს. 

ბიზნესი უკვე იმ უარყოფით შედეგებზე ალაპარაკდა, რომელიც ამერიკული სანქციების არ აღსრულების გამო ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მოყვება. 

  • ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შსს-ს ორი მაღალჩინოსნისა და პრორუსული პარტია "ალტ ინფოს" ლიდერების სანქცირებაზე პირველი განცხადება დღეს გავრცელა. 

ეროვნული ბანკი ამერიკული სანქციების აღსრულებაზე უარს ამბობს - ნათია თურნავა სანქცირებული ძალოვნების და  ძალადობრივი დაჯგუფებების ლიდერების საქმეების  გადაწყვეტას ქართულ სასამართლოს ანდობს, რომელთა წარმოამდგენლები, ასევე აშში-ის მიერ სანქცირებულთა სიაშია. 

  • ცნობისთვის, აშშ-მ საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე 2023 წლის 5 აპრილს დაასანქცირა.

ეროვნული ბანკისგან განსხვავებით ცნობილია "საბანკო ასოციაციის" პოზიცია: "ვიცავდით და ყოველთვის დავიცავთ საერთაშორისო სანქციებს"

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების"  60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები მიმდინარე კვირას დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, სანქცირებულები არიან პრორუსული  ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

ასევე ნახეთ: