„ძლიერი საქართველოს“ წევრს ანგარიშები დაუყადაღეს
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრს, ბექა ბერიძიშვილს ანგარიშები დაუყადაღეს - მისი თქმით, ფაქტი, რომ აპრილის თვეში დააჯარიმეს დღეს გაიგო.
ბექა ბერიძიშვილის თქმით, გამოძიება მას სამშენებლო ღობეზე სტიკერის გაკვრას ედავება, რაც კანონით ნებადართულია.
„დღეს დილით ერთ-ერთი ბანკი მწერს მესიჯს, რომ ჩემი ანგარიშები დაყადაღდა და ინფორმაციისთვის მივმართო აღსრულების ბიუროს. ბევრი ზარის განხორციელების მერე გავარკვიე, რომ აპრილში 5 თვის წინ, დროებით სამშენებლო ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის თბილისის მერიამ დამაჯარიმა, იერსახის დამახინჯებისთვის, ოღონდ ისე რომ მე ეს ყველაფერი დღეს გავიგე. 1000 ლარს, 70 ლარი ჯარიმა დაამატეს გადაუხდელობის გამო და დამიყადაღეს ბანკის ყველა ანგარიში. P.S დროებით სამშენებლო ღობეზე სტიკერის გაკვრა არ ისჯება, ნებადართულია“, - წერს ბერიძიშვილი სოციალურ ქსელში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ანგარიშები დაუყადაღეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, გელა ხასაიას. ის რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს და მოგვიანებით სასამართლომ ჯარიმა დააკისრა.
ანგარიშების დაყადარბის შესახებ დაწერა ბორის ჩელე ყურუამაც. მას რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის ფარგლებში გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ.