ხაზარაძე: არჩევნები გაჟღენთილია „კაგებეში“ დაწერილი სცენარით, სადაც ივანიშვილი და "ოცნება" ჩვენი ქვეყნის დარჩენილი 80%-ის ანექსიას ახდენენ

27.09.24 13:08
ხაზარაძე: არჩევნები გაჟღენთილია „კაგებეში“ დაწერილი სცენარით, სადაც ივანიშვილი და "ოცნება" ჩვენი ქვეყნის დარჩენილი 80%-ის ანექსიას ახდენენ

არჩევნები გაჟღენთილია „კაგებეში“ დაწერილი სცენარით - "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ახალი ბანერები რუსული პოლიტიკის განსახიერებაა, რითაც ივანიშვილი და "ოცნება" ჩვენი ქვეყნის დარჩენილი 80%-ის ანექსიას ახდენენ.

სწორედ ამიტომ, ხაზარაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ამ პროვოკაციებს არ წამოეგონ.

ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" უკვე დიდი ხანია ემსახურება რუსეთის ხელისუფლებას. კრემლს და ყველა არჩევნები, განსაკუთრებით ეს ბოლო არჩევნები, პირდაპირ არის გაჟღენთილი „კაგებეში“ დაწერილი სცენარით. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ის პლაკატები, რომელიც გამოაკრა „ქართულმა ოცნებამ“ და რომელიც არის ერთი-ერთში რუსული პოლიტიკის განსახიერება. მე პირდაპირ მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ პროვოკაციებზე არ წამოეგონ. ეს არის „კაგებეში“ დაწერილის სცენარი. ეს არის სცენარი, სადაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ აკეთებენ ჩვენი ქვეყნის დარჩენილი 80%-ის ანექსიას", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ცნობისთვის, გუშინ ქვეყანაში ახალი ბანერები გაჩნდა - "ქართული ოცნება" საარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენებების ფოტოებს იყენებს.  

"ქართული ოცნების" კამპანია კომუნიკაციების გამოცდილმა სპეციალისტებმა გაშიფრეს - "მათ მიზანია საქართველოს მოქალაქეების ცნობიერებში ჩარევაა,  დაარწმუნონ ხალხი, რომ მტერი რუსეთი კი არა, არამედ დასავლეთია". 

მსგავსი სიახლეები