რა მიზანი იმალება "ოცნების" შემზარავი ბანერების უკან?

26.09.24 15:34
რა მიზანი იმალება "ოცნების" შემზარავი ბანერების უკან?

"ქართული ოცნების" გეგმა გაშიფრულია - ჯიპას ასოცირებული პროფესორი, კომუნიკაციოს მკვლევარი თინათინ სტამბოლიშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ მმართველი გუნდის  საარჩევნო სტრატეგიაა, დასავლეთისგან მტრის ხატი შექმნას. 

სტამბოლიშვილი ამბობს, რომ "ოცნება" ხმების მოპოვებას საზოგადოებაში შიშს დანერგვით ცდილობს, თუმცა ამგვარი გეგმა შეიძლება მომწიფდეს ისეთი ლიდერის ტვინში, რომელიც გამოქვაბულში ცხოვრობს". 

„ქართული ოცნების“ საარჩევნო, საკომუნიკაციო სტრატეგია არის აგებული ერთ მიზანზე - ჩაანაცვლოს რუსეთი როგორც მტრის ხატი დასავლეთით.

შიშზე დაფუძნებული კომუნიკაცია არის ხოლმე ეფექტური მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არის დახურული საინფორმაციო სივრცე, როდესაც არის შეზღუდული სიტყვის თავისუფლება თავიდან ბოლომდე.  ტოტალიტარულ სახელმწიფოებში როგორიც არის, მაგალითად, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, სხვა ქვეყნები, ირანი, შესაძლებელია, რომ ეს მუშაობდეს. თუმცა, ეს მუშაობს მხოლოდ ისეთი ლიდერის ტვინში, რომელიც შეიძლება ცხოვრობდეს გამოქვაბულში ან არ ჰქონდეს კონტაქტი გარე სამყაროსთან, - ამბობს თინათინ სტამბოლიშვილი. 

ბოლო რამდენიმე სააათია, ქვეყანაში ახალი ბანერები გაჩნდა - "ქართული ოცნება" საარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენებების ფოტოებს იყენებს.  

ასევე ნახე: 

მსგავსი სიახლეები