"ამორალური და იაფფასიანი" - ნატა ლომოური "ოცნების" პროპაგანდისტულ ბანერებზე

26.09.24 15:24
"ამორალური და იაფფასიანი" - ნატა ლომოური "ოცნების" პროპაგანდისტულ ბანერებზე

ამორალური და იაფფასიანი - ასე აფასებს სამოქალაქო საზოგადოება "ოცნების" წინასაარჩევნო, პროპაგანდისტულ  ბანერებს. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის დამფუძნებელი ნატა ლომოური პირდაპირ ამბობს, რომ ომში მყოფი ქვეყნის ტკივილზე აპელირება არასწორია. მისი თქმით, ხელისუფლების ამგვარი კამპანია ცხადყოფს, რომ "ოცნება" ჩიხშია. 

არანორმალური მგონია ომში მყოფი ქვეყნის ამ ტკივილზე აპელირება მაშინ, როდესაც შენი საკუთარი ეკლესიებიც გენგრევა, თუნდაც გელათი გავიხსენოთ, რა მდგომარეობაშია. ესენი იყვნენ, როდესაც დაიწყეს იმ სისხლიანი პლაკატების გამოფენა პირველად. ანუ სტანდარტი ბრძოლის არის ისეთი ამორალური და ისეთი იაფფასიანი, რომ მე მგონია, რომ უკვე ნებისმიერ რაღაცას, რასაც აკეთებენ, წესით, ადამიანს, რომელსაც ოდნავ მაინც რაღაც ესმის და ოდნავ კრიტიკული აზროვნება აქვს, უნდა ხედავდეს, რა ჩიხში არიან მომწყვდეულები და რას ეპოტინებიან, - ამბობს ნატა ლომოური. 

ბოლო რამდენიმე სააათია, ქვეყანაში ახალი ბანერები გაჩნდა - "ქართული ოცნება" საარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენებების ფოტოებს იყენებს.  

ასე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები