"საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება" - აშშ-ს საელჩო
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ქარდს აქვეყნებს და წერს, რომ "საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება".
ამასთან, საელჩო აღნიშნავს, რომ "იზოლაციაში მოქცეული ქვეყნები ვერ ვითარდებიან".
ცნობისთვის, ბოლო სამი დღის განმავლობაში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ინფორმაციული კამპანიის ფარგლებში Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე სხვადასხვა მნიშვნელობის ქარდებს აქვეყნებს.