დასავლეთიდან და ევროპიდან წამოსული უმკაცრესი გზავნილი - რას ამბობს კალაძე
საქართველოზე სტრატეგიული პარტნიორების შეფასებების ფონზე, კახა კალაძე საერთაშორისო მეგობრებს თავს ესხმის - თბილისის მერი დასავლეთიდან და ევროპიდან წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით წამოსულ განცხადებებს "ბინძური კამპანიის ნაწილად" აცხადებს.
ივანიშვილის გუნდის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ მსგავსი ტიპის განცხადებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - "ბინძური კამპანია კიდევ უფრო გაფართოვდება და ძალიან ბევრ უსამართლო განცხადებას მოვისმენთ".
დღეს ამ ტიპის განცხადებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ძალიან ბინძურ განცხადებებს მოვისმენთ. ბინძური კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია თვეებია, წლებია, გაგრძელდება, კიდევ უფრო გაფართოვდება და ძალიან ბევრ უსამართლო განცხადებას მოვისმენთ. მაგალითად, იგივეს, რაც ხდებოდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით - არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს, დაჩაგრეს ქვეყანა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ საქართველომ მიიღო სტატუსი. ყველანაირი პარამეტრით, სტატისტიკით, საქართველო გაცილებით წინ არის იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებმაც ჩვენზე ადრე მიიღეს კანდიდატის სტატუსი, საუბარია მოლაპარაკებების გახსნაზე. ხალხიც გრძნობს ამყველაფერს. ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სიმშვიდე, არის პოლიტიკური პარტიებისა და მედიაპლურალიზმი, რასაც მივესალმებით. ყოველთვის ხელს შევუწყობთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, პირველ რიგში, დავიცვათ თქვენი, ჩემი, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები და მოვახდინოთ ქვეყნის გაძლიერება“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან უმკაცრესი გზავნილები მოდის.