ნაცვლიშვილი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება სამარცხვინო ფურცელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ ფურცელს გადაწერს ქართველი ხალხი

09.10.24 13:40
ნაცვლიშვილი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება სამარცხვინო ფურცელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ ფურცელს გადაწერს ქართველი ხალხი

ძალიან სამარცხვინო ფურცელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ ფურცელს გადაწერს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს - ასე ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსულ კანონთან დაკავშირებით, "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი. 

ნაცვლიშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერც კონსტიტუციის 78-ე მუხლი  დაიცვა  და ვერც საქართველოს ევროპული მომავალი. 

სამწუხაროდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ დაიცვა კონსტიტუციის 78-ე მუხლი და ვერ დაიცვა საქართველოს ევროპული მომავალი. ამიტომ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართველ ხალხს, რომ ერთადერთი, ვისაც ახლა შეუძლია გადაარჩინოს ქვეყნის ევროპული მომავალი, ეს არის ქართველი ხალხი. 26 ოქტომბერს, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება გვაქვს იმისა, რომ ქართველი ხალხის გარდა, ვერცერთი აქტორი და ვერცერთი სახელმწიფო ინსტიტუცია ვერ გადაარჩენს იმას, რასაც ევროპული კეთილდღეობა ჰქვია. საკონსტიტუციო სასმართლო დაიმალა, მან გადადო კანონის შეფასება. როგორც ჩანს თვითონაც ელოდებიან და პოლიტიკური ცვლილების შემდეგ, აპირებენ, რომ გამოიჩინონ გამბედაობა. ეს არ არის სასამართლოს როლი. სასამართლო როლი არის, მაშინ აიმაღლოს ხმა კონსტიტუციის დასაცავად, რომდესაც კონსტიტუციას არღვევს ხელისუფლების სხვა შტოები. ძალიან სამარცხვინო ფურცელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ ფურცელს გადაწერს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს"- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმი რუსული კანონის აღსრულებას არ აჩერებს - ერთ თვიანი და 9 დღიანი ფიქრის შემდეგ, 8 მოსამართლის გადაწყვეტილება რუსული კანონთან დაკავშირებით ცნობილია.  საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს მსჯელობას, არის თუ არა რუსული კანონი კონსტიტუციური და ირღვევა თუ არა 78-ე მუხლი. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. 

ისტორიულ სარჩელს ორი მოსამართლის, თემურ ტუღუშის და გიორგი კვერნჩხილაძის განსხვებულია აზრი დაერთო. კიდევ ერთი განსხვავებული აზრი დაიწერა ევა გოცირიძის მხრიდან.  მოსამართლე თვლიდა, რომ 78-ე მუხლის დადგენას ადგილი არ ჰქონდა, შესაბამისად, მას მიაჩნდა, რომ სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიღებულიყო.  

მსგავსი სიახლეები