საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - "ოცნებაში" პირველი კომენტარი კეთდება

09.10.24 14:07
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - "ოცნებაში" პირველი კომენტარი კეთდება

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსულ კანონზე - "ოცნებაში" პირველი კომენტარი კეთდება. ლევან მაჭავარიანი ირწმუნება, რომ საქართველოში სასამართლო აბსოლუტურად დამოუკიდებელია და მათ გადაწყვეტილებებში არავინ ერევა.

მაჭავარიანი სპეკულაციას წუოდებს მოსაზრებას, რომ სასამართლო შეიძლება ვიღაცას ექვემდებარებოდეს.

სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ამაზე ყველაზე მეტად მეტყველებს ის, რომ რამდენი პროცესიც წარიმართა სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ, აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება, რაც ჩვენი სასამრთლოს მიერ იქნა მიღებული, გაამართლა სტრასბურგის სასამართლომ. ამითი თემა დახურულია. ანუ, ნებისმიერი რეზონანსული საქმე, რაც აიღეს და გაასაჩივრეს სტრასბურგის სასამართლოში , ყველაფერში გაიმარჯვა საქართველომ და ყველაფერში დაადასტურმა სტრასბურგის გადაწყვეტილებამ, რომ ქართული სასამართოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო სამართლიანი. შესაბამისად, აქ უკვე სპეკულაციაა, რომ რაღაცა სასამართლო შეიძლება ვიღაცას ექვემდებარებოდეს - ამბობს მაჭავარიანი. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმი რუსული კანონის აღსრულებას არ აჩერებს - ერთ თვიანი და 9 დღიანი ფიქრის შემდეგ, 8 მოსამართლის გადაწყვეტილება რუსული კანონთან დაკავშირებით ცნობილია.  საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს მსჯელობას, არის თუ არა რუსული კანონი კონსტიტუციური და ირღვევა თუ არა 78-ე მუხლი. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. 

ისტორიულ სარჩელს ორი მოსამართლის, თემურ ტუღუშის და გიორგი კვერნჩხილაძის განსხვებულია აზრი დაერთო. კიდევ ერთი განსხვავებული აზრი დაიწერა ევა გოცირიძის მხრიდან.  მოსამართლე თვლიდა, რომ 78-ე მუხლის დადგენას ადგილი არ ჰქონდა, შესაბამისად, მას მიაჩნდა, რომ სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიღებულიყო.  

მსგავსი სიახლეები