საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - რას ამბობს პრეზიდენტის წარმომადგენელი
რუსული კანონის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი, ადვოკატი გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ მოსამართლეთა პლენუმის გადაწყვეტილებაში არგუმენტები 78-ე მუხლთან მიმართებით, დასაბუთებული არ არის.
ბურჯანაძის თქმით, ყველაზე ცუდი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაში არის ის, რომ ეს არგუმენტები დაყრდნობილია მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს განმარტებებზე.
არგუმენტები, რომელსაც ამ საოქმო ჩანაწერში გავეცანით 78-ე მუხლთან მიმართებით, არანაირად არ არის დასაბუთებული, არ შეიცავს არგუმენტებს. აქ საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საკონსტიტუციო სასამართლომ რომც შეაჩეროს ეს ნორმა, ამით ვერ მოხდება ევროინტეგრაციის პროცესის აღდგენა, რაც, ღა თქმა უნდა, არასწორ მსჯელობებს, არასწორ დაშვებებს ეფუძნება. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ეს არგუმენტები დაყრდნობილია მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს განმარტებებზე, ანუ თითქოს კანონი, რომელიც იქნა გასაჩივრებული, არის ისე, როგორც ამას იუსტიცის სამინისტრო განმარტავს. ერთი თვე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება დაყოვნებული. თვეზე მეტი დასჭირდა სასამართლოს და ამ ერთი თვის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრომ წესებიც კი შეცვალა. ის შეცვლილი აქტი, ისევე როგორც ის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები სრულიად ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელეების პოზიციები იყო სრულიად დასაბუთებული", - ამბობს ბურჯანაძე.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმი რუსული კანონის აღსრულებას არ აჩერებს - ერთ თვიანი და 9 დღიანი ფიქრის შემდეგ, 8 მოსამართლის გადაწყვეტილება რუსული კანონთან დაკავშირებით ცნობილია. საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს მსჯელობას, არის თუ არა რუსული კანონი კონსტიტუციური და ირღვევა თუ არა 78-ე მუხლი. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
ისტორიულ სარჩელს ორი მოსამართლის, თემურ ტუღუშის და გიორგი კვერნჩხილაძის განსხვებულია აზრი დაერთო. კიდევ ერთი განსხვავებული აზრი დაიწერა ევა გოცირიძის მხრიდან. მოსამართლე თვლიდა, რომ 78-ე მუხლის დადგენას ადგილი არ ჰქონდა, შესაბამისად, მას მიაჩნდა, რომ სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიღებულიყო.